
მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს
04/12/2024 13:35:52 სამართალი
სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაფიონი“ აქვეყნებს.
„ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.
პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“,- წერს „დაიფიონი“.
ცნობისთვის: პოლიცია ოპოზიციური პარტიების ნაწილის ოფისებში ჩხრეკას ატარებს. დააკავეს რამდენიმე პირი.