ირაკლი კობახიძე: საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება
04/12/2024 14:27:33 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე დისკუასიაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და თავდაცვის ექს–მინისტრ თინა ხიდაშელის უარს გამოეხმურა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაგეგმილი იყო დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საჯარო დისკუსია მიმდინარე მოვლენებთან, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ ორი საშუალო არითმეტიკული „ნაციონალური“. შესაბამისად, მათთან დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების და სიმართლის დადგენის საშუალებას. მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს- სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის სწორედ ამის გამო. რადიკალურმა ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არაფერი აქვთ სათქმელი არაფერზე, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, "საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში":
„ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ შორის, ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი სივრცე, მთავარია, რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას".
დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძემ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.


