Accentnews.ge
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "სპეცრაზმი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლით"

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "სპეცრაზმი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლით"

04/12/2024 18:46:13 სამართალი

"რას ქვია დაიღალნენ, სპეცრაზმი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლით", - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას „სპეცრაზმი ხომ არ დაიღალა?“.

მისივე თქმით, სპეცრაზმს არავინ უცემია, არამედ „ხალხი მოიგერია“.

„ხალხი არ უცემიათ, ხალხი მოიგერია სპეცრაზმმა. სიტუაციიდან გამომდინარე ხდება მოქმედება“, - განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, ვინ სცემა „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა:, ზვიად ხარაზიშვილმა შემდეგი განაცხადა: „არ ვიცი ვინ არის როგავა“.

„ვინ არის, რა გადამაყოლე ამ შენს გურამ როგავას“, - უთხრა მან მეორე ჯერზე მისულ ჟურნალისტებს.

„ომი რომ იყო, ეს ხალხი რას აკეთებდა“?! - იკითხა მან, რაზეც ჟურნალისტებმა უპასუხეს: „ომში იყო და აშუქებდა, გაშუქებული აქვს ყირიმში რუსეთ-უკრაინის ომიც“.

„სისულელეს აკეთებენ, ვერ ტვინავენ რას აკეთებენ“, - თქვა ხარაზიშვილმა დემოსნტრანტებზე.

ჟურნალისტმა ჰკითხა, „აბა ჩავაბაროთ ეს სამშობლო რუსეთს“? მან უპასუხა:

„ვის უნდა ჩავაბაროთ... აბა, პიდა**სტებს უნდა ჩააბაროთ? ახლა გადი აქედან!“, – განაცხადა ხარაზიშვილმა.

ზვიად ხარაზიშვილმა უპასუხა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელმაც ფრანგულ მედიასთან თქვა, რომ სპეცრაზმელები „ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.

„სპეცნაზელებზე ვინც მაგას იძახის, არაფხიზელ მდგომარეობაშიაო, ეგ არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ, რომელია არაფხიზელი. რეებს იტყუებით, ვერ გავიგე. თვითონ არის ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც. ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკები. რაღაც სისულელებს რომ ... გადი გამანებე თავი“, - უთხრა „ხარებამ“ „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე, ავტომობილში ყოფნისას [სტილი დაცულია].

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S