აქციის მონაწილე: „აბა ახლა შეაგინეთ ხარებასო“ - იყო უფრო წამების ელემენტები

05-12-2024 15:22:09 საზოგადოება

მთარგმნელი, აქციების მონაწილე დათა ხარაიშვილი, რომელმაც ინგოროყვას კლინიკა დატოვა, საპოლიციო ძალების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ საუბრობს. დაზიანებების კვალი მას სახის არეში ამ დრომდე აღენიშნება.

„ტელეფონის ასაღებად დავიხარე, ამ დროს ფეხი მომხვდა სახეში და მომცვიცდნენ ე. წ. სამართალდამცველები - არ ვიცი, ვინ იყვნენ, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ პოლიციის. დამიწყეს ცემა, მიმათრევდნენ მანქანისკენ - ორ ადამიანს ვეჭირე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მივყავდი, დანარჩენები მოჰყვებოდნენ და გარშემო ვინც მომწვდა, ყველამ დამარტყა... მანქანასთან რომ მიმიყვანეს, „წამოდექიო“ - მითხრეს, მირტყეს. ამიყვანეს მანქანაში - ე.წ. მარშრუტკაში. ერთი ადამიანი ჰყავდათ უკვე დაკავებული, იმას ურტყამდნენ... ამოდიოდნენ და გვცემდნენ. თავიდან ორნი ვიყავით დაკავებული, შემდეგ მოგვემატნენ - ჯამში ექვსნი მოვგროვდით ალბათ და ყველას უწევდა ამ კორდონის გავლა. ახალმოსულზე იტყოდნენ, „ეგ თუ გაატარეთო“ და ცემდნენ“,- იხსენებს ახალგაზრდა კაცი.

ის ყვება, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", რომელიც აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნების მიერ არის სანქცირებული, ძალადობის პროცესს პირადად იღებდა:

„აბა ახლა შეაგინეთ ხარებასო“ - იყო უფრო წამების ელემენტები, როცა გაწამებენ, რომ რაღაც გათქმევინონ... რაღაც ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, სახე უჩანდა კარგად და ძალიან გაღიმებული, ნასიამოვნები იღებდა“.

„აბა ახლა შეაგინეთ ხარებასო“ - იყო უფრო წამების ელემენტები, როცა გაწამებენ, რომ რაღაც გათქმევინონ... რაღაც ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, სახე უჩანდა კარგად და ძალიან გაღიმებული, ნასიამოვნები იღებდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები