
პოლიცია მეტროს სადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს
05/12/2024 18:23:31 საზოგადოება
პოლიცია მეტროს სადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს - აჩერებენ პირებს, რომლებიც დროშებით გადაადგილდებიან, უმოწმებენ ჩანთებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სთხოვენ პირადობის მოწმობების წარდგენას და მონაცემებსაც ინიშნავენ.
ადგილზე მედიის გამოჩენის შემდეგ, პროცესი სავარაუდოდ, დროებით შეჩერდა. პოლიციელებმა ჟურნალისტების დაჟიმენული მოთხოვნის შემდეგ ზოგადად განმარტეს, რომ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ პრევენციის მიზნით:
"პრევენციის მიზნით, ჩვენ გვაქვს უფლება კანონის თანახმად, შევამოწმოთ მოქალაქეები", - თქვა ერთ-ერთმა.
მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა 11 დეკემბერსაც. სწორედ „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირი.
მერვე დღეა, რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქცია მიმდინარეობს მიუხედავად არაერთგზის დაშლისა. დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულები და დაშავებულები საუბრობენ ანგარიშსწორებაზე. გუშინ პოლიცია შევიდა პოლიტიკური პარტიების ოფისებში, ჩხრეკები ჩატარდა აქტიური მოქალაქეების ბინებში. დღეს ცნობილი გახდა ორი მსახიობის დაკავების შესახებ.
უფლებადამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ პირადი ჩხრეკის შემთხვევაში