ნაცემი ექიმი: მინდა, იმ პოლიციელებმა იცოდნენ, თუ დახმარება დასჭირდებათ, ისევ მოვიდნენ ჩემთან - ნუ შეეშინდებათ

06-12-2024 17:05:45 საზოგადოება ,ციტატა

"მინდა, იმ პოლიციელებმა იცოდნენ, მათ ახლობელს თუ დახმარება დასჭირდება, ისევ მოვიდნენ ჩემთან, ნუ შეეშინდებათ. მზად ვიქნები, ჩემი პროფესიული საქმე შევასრულო ისე, როგორც წესი და რიგია და როგორც ადამიანობა მოითხოვს. იქნებ ეს მაგათთვისაც მაგალითი იყოს, რომ არ გასცდნენ იმ ზომებს, რაც მათ პროფესიულ ვალდებულებაშია",- ამბობს აქციაზე საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი ექიმი ვატო გვაზავა.

ნაცემი ექიმი: „შეფ", ეს ექიმი არისო“ და იმ „შეფმა“ მომკლა ცემაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები