რუსეთმა აფხაზური მანდარინის იმპორტი აკრძალა

06-12-2024 18:24:59 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განცხადებით რუსეთმა რეგიონიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.

„რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა, სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით“,- განაცხადა ბგანბამ.

აფხაზური მედია იუწყება, რომ "აფხაზეთის სანიტარული სამსახურები უარყოფენ ციტრუსში მავნებელი მწერის არსებობას".

"როსსელხოზნადზორი" უარყოფს ბგანბას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ "აკრძალვა ციტრუსზე არ დაუწესებიათ".

მანამდე, ტელეგრამ–არხი "RESPUBLICA" წერდა, რომ "აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თხოვნით რუსეთის მხარეს ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ალსან ბჟანიამ მიმართა".

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამგვარი მოქმედების მიზანი "კრიზისული ვითარების გაღრმავება იყო, რომელიც ბჟანიას საშუალებას მისცემდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში გარე ზეწოლით".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები