Accentnews.ge
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ საბა სხვიტარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ საბა სხვიტარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

06/12/2024 17:00:54 სამართალი

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ საბა სხვიტარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს ზესტაფონის მიმდებარედ დააკავეს.

სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს.

პროცესზე საბა სხვიტარიძემ განაცხადა, რომ იგი გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დიღომში მიმიყვანეს კაპეზეზე და გადამცეს 4 ნიღბიანს და მცემეს. შემამოწმეს და შემდეგ სხვადასხვა ნივთებით ხდებოდა ჩემზე ძალადობა სხვა ნიღბიანების მიერ, ხე გადამამტვირეს", - ჰყვება სხვიტარიძე.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S