
მეტროს სადგურებზე „თავისუფლების მოედანზე“ და "რუსთაველზე" მოქალაქეებს ჩხრეკენ
06/12/2024 19:13:00 საზოგადოება
მეტროს სადგურებზე „თავისუფლების მოედანზე“ და "რუსთაველზე" მოქალაქეებს ჩხრეკენ.
კერძოდ, პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირდაობის მოწმობის წარდგენას.
თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".
მოქალაქეები პოლიციას მოუწოდებენ, ტერიტორია დაეტოვონ.
მეცხრე დღეა, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს მიუხედავად არაერთგზის დაშლისა.
უფლებადამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ პირადი ჩხრეკის შემთხვევაში