Accentnews.ge
წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს

წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს

07/12/2024 14:23:37 სამართალი

წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს.

ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იკავებდა. ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. ვაკო ალავიძე კი „საქართველოს ბანკის” თანამშრომელია.

ვაკო ალავიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბანკმა“.

„ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“,- ნათქვამია „საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამა-შვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ანალიტიკურმა ცენტრა "ჯეოქეისმაც".

"7 დეკემბერს ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი - ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი - ვაკო ალავიძე რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს. კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას, რაც ბოლო დღეებში აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ხორციელდება და სასწრაფოდ ვითხოვთ ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას !" - ნათქვამია განცხადებაში.

„პუბლიკის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ სთხოვს ნათია გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ ალავიძის ცოლი საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს არ დააკაონ მისი ქმარი და შვილი.

ფოტო „პუბლიკის“ ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს.

უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S