08-12-2024 15:49:31 კონფლიქტები
სოხუმის რეჟიმის განცხადებით, სირიაში აფხაზური "საელჩო" მოქმედებას აგრძელებს.
"არავინ შესულა აფხაზეთის საელჩოში სირიაში და რესპუბლიკის ელჩი განაგრძობს ყოფნას და მოღვაწეობას დამასკოში," - განუცხადა "ინტერფაქსს" ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.
ცნობისთვის: გუშინ სირიაში ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობა დასრულდა. პუტინისტური რეჟიმის ოპონენტებმა კვირას ღამით მისი დამხობა ქვეყნის ტელევიზიით გამოაცადეს. ოპოზიციის განცხადებით, იგი უკვე აკონტროლებს დამასკოს.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მოსკოვის კარნახით რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. დამასკოში აფხაზეთის ე.წ. "საელჩო" 2020 წელს გაიხსნა.