
"ოცნების" კრიტიკა პოლიტიკურ რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს"
17/02/2020 14:48:18 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" კრიტიკა პოლიტიკურ რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს", – ასე ეხმიანება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში მის დაბრინებასთან დაკავშრებით მმართველი გუნდის განცხადებებს.
"შემიძლია, ვთქვა, რომ ნებისმიერი მათი კრიტიკა პოლიტიკურად მე რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს. ასე, რომ ამას არ ვუყურებ პიროვნულად, ვუყურებ ქვეყნისთვის არსებული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ სიმაღლემდე არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა, რომ გული მატკინოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "პირველი არხის" ჟურნალისთან საუბრისას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს "პოლიტიკური პლასტელინი" უწოდა.
ცნობისთვის: მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. “როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით", – განაცხადა მარგველაშვილმა.