მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა

09-12-2024 15:08:06

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა.

ადვოკატის თქმით, განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.

ყველამ ნახეთ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სასამართლოში. დღეს საჩივარი შევიტანეთ და თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლება მოვითხოვეთ. ასევე, სასამართლოს მივეცით საშუალება გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს, რასაც დავეთანხმებით“, - აღნიშნა, "ტვ პირველის" ცნობით, მიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, აქვს ინფორამცია, რომ დანარჩენი დაკავებულების ადვოკატებიც აპირებენ განჩინება გაასაჩივრონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძეს და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები