Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით

აშშ-ის საელჩო: დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით

09/12/2024 16:22:00 პოლიტიკა

დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად,- იტყობინება საქართველოში აშშ-ის საელჩო.

საელჩო მოძალადეების პასუხისმგებაში მიცემის აუცილებლობაზე, ასევე დაკავებულ დემონსტრანტთა გათავისუფლების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით", - წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

აშშ-ის საელჩო: აშშ ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S