Accentnews.ge
პრეზიდენტი - სუს-ის განცხადებაზე: ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება

პრეზიდენტი - სუს-ის განცხადებაზე: ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება

10/12/2024 13:45:50 პოლიტიკა

სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის განცხადება "არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება".

„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S