
როთი: უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს, რუსეთს - გარედან, მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ
11/12/2024 04:46:35 პოლიტიკა
"უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს ევროკავშირის გარედან განადგურება სურს. მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ. სწორედ ამიტომ ახლა გვჭირდება ეროვნული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე", - ასე ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოეტერ სიიარტოს ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის ფაქტს.
ამავე თემაზე: სიიარტო: უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას.