
პრეზიდენტი: "ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე"
11/12/2024 08:00:13 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.
„რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოხიალურ ქსელში.
ევროკავშირის დელეგაციამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ 9 დეკემბერს ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა. 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.
იმ დღეს ევროკავშირის დელეგაციას არ გაუკეთებია განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით.
შეხვედრის გამო პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკეს როგორც ევროკავშირში, ისევე საქართველოში.