სოხუმში ენგურჰესის მუშაობის იძულებითი შეჩერების შესახებ განაცხადეს

11-12-2024 15:16:27 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებუ აფხაზეთში ენგურჰესის მუშაობის იძულებით - "წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო" შეჩერების შესახებ განაცხადეს.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად მზადდება ენერგომომარაგების ახალი განრიგი, რომელიც დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდების საათების ცვლილებას ითვალისწინებს, ხოლო ღამის საათებში ენერგომომარაგების განრიგი უცვლელი დარჩება, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, 21:00-დან 07:00 სთ-მდეც ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმაროს.

ცნოისთვის: ენგურჰესი საქართველოს ყველაზე მძლავრი ელექტროსდგურია, რომელიც ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 1978 წელს შეიყვანეს. მისი ნაწილი - ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერირებს, ნაწილი - რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ოკუპირებული რეგიონი ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს იღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები