Accentnews.ge
საგამოძიებო: 119 138 ლარის ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვავლინეთ

საგამოძიებო: 119 138 ლარის ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვავლინეთ

12/12/2024 06:08:30 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სადახლო-საავტომობილო და სარფის საბაჟოებზე 119 138 ლარის საბაჟო ღირებულების, ოქროს უკანონოს შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, რომელთაგან 1 დააკავეს.

"საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, მათგან მოხდა ერთის დაკავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 119 138 ლარის საბაჟო ღირებულების, საერთო ჯამში, 880.57 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S