
არსებული ინფორმაციით, პოეტ ზვიად რატიანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს
12/12/2024 17:27:03 საზოგადოება
პოეტი ზვიად რატიანი კიდევ ერთხელ გახდა თავდასხმის მსხვერპლი,- ამის შესახებ კომპოზიტორმა არჩილ გიორგობიანმა განაცხადა.
მისი ნაამბობის მიხედვით, რომელიც ზვიად რატიანს ეყრდნობა, თავდასხმა პოეტის საცხოვრებელ სახლთან განხორციელდა. სვარაუდოდ, მას ჩაუსაფრდნენ, როგორც არაერთი აქტივისტის შემთხვევაში დაფიქსირდა. ასევე ნიღბიანი ორგანიზებული ჯგუფები თავს ესხმოდნენ დემონსტრანტებს ვიწრო წუჩებში პარლამენტის მიმდებარედ, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტს და ოპერატორს. პოლიციელები თავდასხმის მსხვერპლებმა პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.
„ცოტა ხნის წინ ველაპარაკე ზვიადს, მითხრა, გზაში ვარ, 10 წუთის წინ მცემეს ჩემს სადარვბაზოშიო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა“,- თქვა მან „ტვ პირველთან“
ზვიად რატიანი მიმდინარე პროტესტისას ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მისი დაკავების შესახებ ცნობა 29 ნოემბერს გავრცელდა და მალევე, „ფეისბუქზე“ გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ შეითრია ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარმა სპეცრაზმელთა არმიამ სტაფილოსფერი ქურთუკით შემოსილი კაცი და როგორ გაატარა მთელი კორიდორი ცემით. ამ კადრებში ოჯახმა და მეგობრებმა ზვიად რატიანი ამოიცნეს. რატიანს მოტეხილი ჰქონდა მეხუთე მალა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე ჰქონდა სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.
იურისტი: რატიანის საქმე ნათელი მაგალითია თუ როგორ მიმდინარეობს ყველა სასამართლო პროცესი