13-12-2024 15:20:08 კონფლიქტები
რუსეთის ხელისუფლება აფხაზი სტუდენტებისგან ადგილობრივ კომისარიატებში აღრიცხვაზე დადგომას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი შამბამ განაცხადა.
საუბარია სასწავლებლად რუსეთში მყოფ აფხაზ სტუდენტებზე, რომელთაც მეორე - რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნიათ.
როგორც შამბამ აღნიშნა, მსგავსი მოთხოვა მის შვილიშვილსაც წაუყენეს.
"გარკვეული დროის განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ, ლოიალობას იჩენდნენ. ახლა მოითხოვენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას სასწრაფოდ ჯარში უკრავენ თავს, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ, თუკი იმ დროისთვის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი არ ამოქმედდება და თუ ისინი რუსეთში დარჩებიან, შეიძლება, რუსულ ჯარში მოუწიოთ მსახური. ერთის მხრივ, მახარებს, რომ აფხაზი ახალგაზრდები რუსეთში სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აქ უმუშევრობის პრობლემაა. მიუხედავად ამისა, არც იქ უნდა იყიალონ უსაქმოდ" - დასძინა მან.
2022 წელს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება "ორმაგი მოქალაქეობის საკითხთა დარეგულირების შესახებ", რომლის თანახმად, ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურის გავლა იმ ტერიტორიაზე მოუწევთ, რომელზეც ისინი გაწვევის მომენტისთვის იმყოფებიან.