
შაჰინი: აშშ-მა კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის სახაზინო სანქციები უნდა შემოიღოს, ქართველ ხალხს ჩვენი დახმარება სჭირდება
13/12/2024 17:46:45 პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი თვლის, რომ აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს და საქართველოში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის სახაზინო სანქციები შემოიღოს. მანამდე ის წერდა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია ფასი და დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დააწესოს.
ის თვლის, რომ ქართველ ხალხს აშშ-ის დახმარება სჭირდება.
"მიუხედავად იმისა, რომ მიხარია საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებზე დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესება, შეერთებულმა შტატებმა მეტი უნდა გააკეთოს და ამ კრიზისზე პასუხისმგებელ პირებისთვის სახაზინო სანქციები შემოიღოს. ქართველ ხალხს ჩვენი დახმარება სჭირდება," - წერს სენატორი ჯინ შაჰინი.