
უილსონი: სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად
14/12/2024 19:07:04 პოლიტიკა
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - ამის შესახებ X-ზე კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი წერს.
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი შეასაღოს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!" - წერ უილსონი.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციის ფონზე.
26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
ევროპელი პოლიტიკოსები: "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია"