
ტალახაძე - ჟურნალისტს: თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე
15/12/2024 11:02:47 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებაში „ტვ პირველს“ დასდო ბრალი.
ტალახაძემ არხის ჟურნალისტს უთხრა, რომ სწორედ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს ნაძვის ხე წაართვეს.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე“,- თქვა ტალახაძემ.
თბილისის მერმა მოულოდნელად გაურკვეველი დროით გადადო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე დღე აანონსებდა. იმ ფონზე, რომ 28 ნოემბრის შემდეგ აქციები რუსთაველის გამზირზე ყოველრიურად მიმდინარეობს, კალაძის გეგმა იმთავითვე პროვოკაციად შეფასდა.
დაანონსებულ ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების შემდეგ გაითიშა.
მეთვრამეტე დღეა, თბილისსა და რეგიონებში აქციები მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
მდინარაძე: ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და თქვენ ხალხის სიკვდილი გინდოდათ, ნუ გაახურეთ საქმე