
რომელ 17 პოლიტიკოსსა და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები - სია
15/12/2024 21:08:49 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროვებს 15 დეკემბერს დასანქცირებული პირების - საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების - სიას.
15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს.
- გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
- კახა კალაძე – თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
- მიხეილ ჩინჩალაძე – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
- მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
- ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი
- ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი
- ლევან მურუსიძე – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
- ვიქტორ ჯაფარიძე – დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარლამენტში, POSTV-ის წილის მფლობელი
- დიტო სამხარაძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- გოგა ხაინდრავა – რეჟისორი
- გიორგი (გია) კობახიძე – ირაკლი კობახიძის მამა, ის 27 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და სხვადასხვა თანამდებობები ეკავა
- ზვიად შალამბერიძე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- თეა წულუკიანი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
- კახა ბექაური – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი
რამდენიმე საათით ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა:
„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და დავამატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“.
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა მინისტრმა ბუდრისი.
კიდევ უფრო ადრე, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ 2 დეკემბერს დაუწესეს სავიზო სანქციები 11 მაღალი თანამდებობის პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ დაასანქცირეს ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 პირი.