
ოპოზიციური პარტიების ოფისებთან აქციები გაიმართა
19/02/2020 06:00:00 საშინაო პოლიტიკა
აქტივისტებმა "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისებთან აქციები გამართეს, – იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
მისივე ცნობით, ახალგაზრდები პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტეს და ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს სადეპუტატო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის: 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მათი თქმით, მართველი გუნდის სიმბოლო საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირია.