Accentnews.ge
საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო: "პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს"

საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო: "პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს"

17/12/2024 18:06:43 საზოგადოება

საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ იურისტი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს.

“შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს. ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ ,,დაორგანიზებულ" ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!

პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს??? ან როგორ უნდა გაანადგუროს?

მიიმალებაო... კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ. მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო - 30 წელია მტრის ტყვიას და ტანკს არ დამალვია!!!

ფსიქოლოგიურად მხნედ არის, მაგრამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. თავად ამაზე ლაპარაკი არ უნდა, არც პროცესზე უთქვამს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან, აქვს სიმსივნე.

ხო და, არ შეიძლება ეს კაცი ციხეში იჯდეს! თავისუფლება მას და ყველა უკანონო პატიმარს!”, - წერს კოჟორიძე.

ცნობისთვის: 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის წონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „დაფიონის“ დამფუძნებელ სტუდენტს, 19 წლის ზვიად ცეცხლაძეს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს. ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ბრალდება 6-დან 9- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S