
კალაძე: თბილისში საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნება
18/12/2024 07:24:46 საზოგადოება
თბილისში საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"21 დეკემბრიდან თბილისის მოსახლეობას საახალწლო სოფელში სტუმრობის შესაძლებლობა ექნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა შევქმნათ [...] ჩვენ საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ და ეს ყველაფერი ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ, საახალწლო სოფელში მობრძანდეთ, რომელიც 21 დეკემბრიდან უკვე გახსნილი იქნება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე მოეწყობა.