Accentnews.ge
"თადუმაძის საჩივარი ევროსასამართლოში დაუშვებლად იქნება ცნობილი" - ჯანდიერი საფუძვლებს განმარტავს

"თადუმაძის საჩივარი ევროსასამართლოში დაუშვებლად იქნება ცნობილი" - ჯანდიერი საფუძვლებს განმარტავს

18/12/2024 16:08:57 პოლიტიკა, საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი დავით ჯანდიერი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძის საჩივარი, რომელიც ლიეტუვის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამრთლოში განიხილავს მისი სანქცირების გამო, დაუშვებლად იქნება ცნობილი.

იურისტი რიგ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განცხადება შემხვდა იმის შესახებ, რომ აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და გაასაჩივროს მისი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში შეშვების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც განამტკიცებს მიმოსვლის თავისუფლებას, არ ანიჭებს უფლებას პირს მოიპოვოს ვიზა, რათა შევიდეს ან დარჩეს მოცემულ სახელმწიფოში და შესაბამისად, გაასაჩივროს ამგვარი უარი (Consorts Demir v. France, 2006, § 23). უფრო ზოგადადაც, არ არსებობს კონვენციით ან მისი რომელიმე სხვა ოქმით გარანტირებული უფლება უცხოელის შესვლის, ცხოვრების ან დარჩენის კონკრეტულ ქვეყანაში (Makuc and Others v. Slovenia (dec.), 2007, § 210; Yildirim v. რუმინეთი (dec.), 2007).შესაბამისად, შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი Ratione Materiae შეუთავსებლობის, ე.ი. სასამართლოს საგნობრივი კომპეტენციის არქონის საფუძვლით",- წერს ჯანდიერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S