Accentnews.ge
"ვინც დღეს ჩამოდის, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს, ნახულობდეს პოლიტპატიმრებს" - ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრა ჯაფარიძემაც გააუქმა

"ვინც დღეს ჩამოდის, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს, ნახულობდეს პოლიტპატიმრებს" - ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრა ჯაფარიძემაც გააუქმა

19/12/2024 09:12:40 პოლიტიკა

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარი თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ:

"დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები.

ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:

ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს

ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს

გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს

მით უმეტეს, ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები - მით უმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი; მით უმეტეს, თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა. სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება.

პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ესეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ"- წერს ჯაფარიძე.

მანამდე ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ანალოგიური მიზეზით თქვა უარი ელენე ხოშტარიამაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S