
აფხაზეთში სროლის შედეგად ორი ოპოზიციონერი "დეპუტატი" დაჭრეს, ერთი - სასიკვდილოდ
19/12/2024 11:04:47 კონფლიქტები
აფხაზეთში ორი ოპოზიციონერი "დეპუტატი" ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ინციდენტი დე-ფაქტო პარლამენტის შენობასთან მოხდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი - ოპოზიციონერი ლიდერი კან ქვარჩია ცოცხალია და ხელის არეში მიღებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - ვახტანგ გოლანძია მიღებული ჭილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S