Accentnews.ge
აფხაზეთში მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტთან დაკავშირებით დე-ფაქტო უშიშროების საბჭო იკრიბება

აფხაზეთში მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტთან დაკავშირებით დე-ფაქტო უშიშროების საბჭო იკრიბება

19/12/2024 13:31:45 კონფლიქტები

დღეს დე-ფაქტო პარლამენტთან ოპოზიციონერ "დეპუტატებზე" შეიარაღებული თავდასხმის გამო რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვიეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.

ცნობისთვის: "პარლამენტთან" მომხდარი სროლის შედეგად ერთი ოპოზიციონერი - ვახტანგ ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოპოზიციონერი ლიდერი კან ქვარჩია, რომელიც ხელის არეში დაიჭრა, კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდასხმაში ეჭვმიტანილად "დეპუტატი" ადგურ ხარაზია ითვლება. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება, - იუწყება აფხაზური მედია.

ირკვევა, რომ სროლას საკომიტეტო სხდომაზე "დეპუტატებს" შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. აფხაზი "პარლამენტარები" ერთმანეთს ოკუპირებულ რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტის განხილვისას დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S