"საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება კანონმდებლობის დარღვევაა"

19-02-2020 14:32:28 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.

"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის: 18 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მათი თქმით, "მართველი გუნდის სიმბოლო საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები