Accentnews.ge
მილერი: აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად

მილერი: აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად

19/12/2024 17:51:52 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სიაში" შეყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისივე თქმით, "სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე".

"აშშ დღეს სანქციებს აწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს "გლობალური მაგნიტსკის" სანქციების პროგრამის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად დამატებით ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსნებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორისაა ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვა – ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ პასუხისმგებლობის ხელშეწყობას მათზე, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს. სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების 13818 შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს "მაგნიტსკის აქტს" და მისი სამიზნეა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის დამნაშავეები მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯები სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად გადაიდგა იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 212(a)(3)(C) ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად", - განაცხადა მილერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S