Accentnews.ge
კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

20/12/2024 07:04:09 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ შს სანქცირებული მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

"ქართული ოცნების" მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება: პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

გუშინ ცნობილი გახდა ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ შსს-ს მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ. აშშ–მა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. მანამდე ამ სიაში დაემატა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S