Accentnews.ge
ქურდოვანიძე: არსებულ კრიზისს "აგენტების კანონის" გაუქმება ვერ უშველის

ქურდოვანიძე: არსებულ კრიზისს "აგენტების კანონის" გაუქმება ვერ უშველის

20/12/2024 11:42:50 პოლიტიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სადღეისოდ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს "აგენტების კანონის" გაუქმება ვერ უშველის და წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს. მანამდე ალან ბერსე, თქვა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობისგან მიიღო დაპირება "აგენტების კანონის" შინაარსის შეცვლის შესახებ და რომ ამისთვის შეიქმნება ჯგუფი.

"ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს. თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს",- ამბობს ქურდოვანიძე.

"მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“,- განაცხადა ალენ ბერსემ.

კობახიძე - "აგენტების კანონზე": სადაც დაგვისაბუთებენ, იქ მზად ვართ გადასინჯვისთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S