კობახიძის მტკიცებით, OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული

20-12-2024 22:10:43 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.

„მთლიანობაში OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.

მისი მტკიცებით, "ეს იკითხება დასკვნის საერთო შინაარსიდან".

"მინდა მადლობა გადავუხადო OSCE/ODIHR-ს. [...]

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად OSCE/ODIHR-თან თანამშრომლებისთვის. ამ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც წარმოდგენილი და მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, - განაცხადა კობახიძემ.

საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე კობახიძეს დასკვნის არასწორად ინტერპრეტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

"მთლიანად ამ დროკუმენტის შინაარსი განსხვავებულია იმისგან, რაც ირაკლი კობახიძემ წარმოუდგინა საზოგადოებას. მათ შორის, ფრაზა, რომელიც მან თქვა, რომ მთლიანი სულისკვეთება მიანიშნებს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში - ეს არ წერია ანგარიშში, ეს არის ინტერპრეტაციის მცდელობა. ანგარიში არის ძალიან კრიტიკული, ისეთი, როგორიც არ ყოფილა საქართვლოსთან მიმართებით არასდროს! ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, მათ შორის, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებს, ხმის ფარულობის დარღვევას. რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია ანგარიშში, მიანიშნებს, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა - რეკომენდაცია მიემართებას იმას, რომ ხმის ფარულობის საკითხი სისტემურად უნდა იყოს გადაწყვეტილი და გარანტიები ამის უნდა შეიქმნას, რომელიც ახლა არ არსებობს - ეს არის OSCE/ODIHR-ის დასკვნის ერთ-ერთი ეპიზოდი. თუმცა დარღვევები ძალიან მრავალფეროანია, მათ შორის, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხები ისეა გარიტიკებული, როგორც ეს არასდროს ყოფილა მსგავს ანგარიშებში საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, პროცედურები, როგორც ეს მიმდინარეობდა - 24-საათიანი პროცესი გახსოვთ სააპელაციო სასამართლოში. მთლაინად ეს ანგარიში ასახავს რეალობას, რომელიც არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ საქართველოში იყო და ეს ადასტურებს იმ დარღვევებს, რომლებზეც სადამკვირვებლო მისიები მთელი ამ პერიოდოს განმავლობაში ვსაუბრობდით და ეს ადასტურებს, რომ არჩევნები ვერ გამოხატავდა ამომრჩევლის ნებას, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ფარულობის დარღვევას, სხვა დარღვევებს. OSCE/ODIHR-ს არ უთქვამს, რასაც ამბობს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურებტულ გარემოში და ის ასახავს ამომრჩევლის ნებას!",- ამბობს ქურდოვანიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები