Accentnews.ge
კობახიძე ოპოზიციას პარლამენტში თებერვალში ელის

კობახიძე ოპოზიციას პარლამენტში თებერვალში ელის

20/12/2024 19:15:31 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, რომელიც არ აღიარებს არჩევნების ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და პარლამენტის ამჟამინდელი შემადლონლობის ლეგიტიმურობას, თებერვალში ელის პარლამენტში.

„დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც. მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში“, - ამტკიცებს კობახიძე.

"ქართული ოცნებიდან" ხშირად ჟღერს ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები ოპოზიციასთან მიმართებით - ერთის მხრივ, ოპოზიციურ სპექტრს უუნაროს უწოდებენ, მეორეს მხრივ, რევოლუციის პერმანენტულ მცდელობებში ადანაშაულებენ და მტრებად მოიხსენიებენ, ასევე, პერიოდულად აკრძალვით ემუქრებიან, პარალელურად კი პარლამენტში ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება 28 ნოემბრიდან, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S