
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე დაირღვა
21/12/2024 08:14:18 პოლიტიკა
„შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
ამავე თემაზე: რა წერია OSCE/ODIHR-ის საბოლოო დასკვნაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ