პრეზიდენტი: "ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, მზად ვარ, მას შევხვდე"

21-12-2024 18:34:36 პოლიტიკა

"„ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. [...] ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აიღებს იმისათვის, რომ არ ჩამოეშალოს მთლიანად მისი სისტემა, სანამ ჩამოიშლება მთლიანად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე პირადად მზად, ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე. მე ვიცი, რომ გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის არჩევებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზი, ციური პოლიტიკური ჯგუფები ["ძლიერი საქართველო", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "საქართველოსთვის"] და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები [„სამართლიანი არჩევნები” (ISFED); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას)] სრულ საფუძველს ხედავენ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ OSCE/ODHIR–ის საბოლოო დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარად აცხადებს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს აქრობს.

ამავე თემაზე: რა წერია OSCE/ODIHR-ის საბოლოო დასკვნაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები