"მას ჩემი ეშინია და ჩემთან დებატებში მონაწილეობას ვერ ბედავს“ - წიქარიშვილი კობახიძეს დებატებში იწვევს

23-12-2024 13:19:19 პოლიტიკა

ოურისტი კახა წიქარიშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს. მან ისტიციის უმაღლეს საბჭოსთან გააკეთა განცხადება.

წიქარიშვილმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა, მოსამართლემ ოთხ საათში შეაჩერა მისი უფლებამოსილება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხუთი თვე გავიდა და არც ერთი სხდომა არ ჩანიშნულა, „საქმე თაროზეა“ შემოდებული.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც კლანს აინტერესებს, რაკეტის სისწრაფით იხილავენ საქმეებს“,- ამბობს წიქარიშვილი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში მისი ბლოკირების ინტერესი იყო, არ ემხილებინა, „როგორ მუშაობს კლანი“.

„კლანის მუშაობა კარგად ჩანს ისედაც - ვხედავთ, როგორ იხილავენ დემონსტრანტების საქმეებს, საარჩევნო დავებს - ყველა ამ საქმეში ერევა კლანი. მოსამართლეები, რომლებიც იხილავენ ამგვარ საქმეებს, განაწილებულები არიან შესაბამის თანამდებობებზე. ვხედავთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაკეტილია. „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა ხუთი არამოსამართლე წევრის ადგილი, რომლებიც საერთოდ არ ჩანან - საზოგადოებამ საერთოდ არ იცის, ვინ არიან ისინი. პირადად რამდენჯერმე შევთანავე დებატებში მონაწილეობა კობახიძეს, მაგრამ მას ჩემი ეშინია, ეშინია იმიტომ, რომ მიცნობს. მას პირდაპირ ვეტყვი, რომ თვითონ გახდა ადეიშვილის ანასხლეტი - თავად დააკანონა ადეიშვილის სისტემა და თავად გახდა ადეიშვილის ანასხლეტი. მას ჩემი ეშინია და ჩემთან დებატებში მონაწილეობას ვერ ბედავს“,- თქვა წიქარიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები