
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა
23/12/2024 13:42:31 პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასაბმლეის პრეზიდენტი პია კაუმა 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმიანება და ყველა რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს.
„როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩემი მოწოდება დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა“, - წერს პია კაუმა.