
თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
24/12/2024 08:42:03 სამართალი
თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს - ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.