
სოხუმში მორიგი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა
24/12/2024 14:02:16 კონფლიქტები
სოხუმში მორიგი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პარლამენტის იმ დეპუტატის სახლს, რომელიც ერთი კოლეგის დაჭრასა და მეორეს მკვლელობაშია ეჭმიტანილი, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
საუბარია "დეპუტატ" ადგურ ხარაზიაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, 19 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, რომელზეც მაინინგის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა, მისი კოლეგა კან ქვარჩია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხელის არეში დაჭრა, ხოლო "დეპუტატ" ვახტანგ გოლანძიას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა. ეს უკანასკნელი დღეს დაკრძალეს. ხარაზიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
დღევანდელი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ხარაზიას სახლზე თავდამსხმელებს ეძებენ, - იუწყება ადგილობრივი მედია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021