
ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ახალგაზრდების ჯგუფები გააქტიურდნენ
19/02/2020 16:30:13 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ახალგაზრდების ჯგუფები გააქტიურნენ. ცოტა ხნის წინ ისინი კანონმდებელს რესტორანში ვახშმობისას შეუვარდნენ. პარალელურად კი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციას „ევროპული საქართველოს“ ოფისთანაც მართავს.
იგივე მოთხოვნით გუშინ ახალგაზრდებმა აქციები „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისებთანაც გამართეს.
თავად დეპუტატის განცხადებით, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან და მათ დავალებებს აძლევენ".
ცნობისთვის: 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. მათი თქმით, მართველი გუნდის სიმბოლო საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირია.