Accentnews.ge
Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთში ჩამოვარდა

Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთში ჩამოვარდა

25/12/2024 07:37:46 მსოფლიო

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის და 3 - ყირგიზეთის.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S