Accentnews.ge
"ომია ჩემთვის, აბა რა არის?!" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი მასზე თავდასხმის შესახებ იუწყება

"ომია ჩემთვის, აბა რა არის?!" - ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი მასზე თავდასხმის შესახებ იუწყება

25/12/2024 08:45:12 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მასზე თავდასხმის შესახებ იუწყება.

როგორც სოცქსელში მეარაყიშვილის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, მას ადგილობივი დე-ფაქტო დეპუტატი ზაზა დრიაევი დაესხა თავს.

"ეს ადამიანი არის ჩვენი რაიონის დეპუტატი - ზაზა დრიაევი. პარასკევს ქ. ცხინვალში, ქუჩაში თავს დამესხა. მისი მუქარების ("გაგაძევებ რესპუბლიკიდან", "პრობლემებს შეგიქმნი") დამარტყა, რამდენჯერმე ხელი გადამიგრიხა, რომ ტელეფონი წაერთმია. წამართვა და დაახეთქა. ჩემთვის უცნობმა ადამიანებმა, თვითმხილველებმა გამოიძახეს მილიცია, მილიციამ - სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მეორე დღეს მილიცია მოვიდა და ათი დღის გახსნილი მეორადი ტანსაცმლის მაღაზია დამიკეტა - "რეგისტრაციის არარსებობის გამო". რეგისტრაციას კი იმის გამო ვერ გავდივარ, რომ 8 წელია, პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ მაქვს. დღემდე ბოდიშიც კი არ მოუხდია, პირიქით - ამბობს, რომ მე ვცემე მას. ასე ვცხოვრობ. ირალი კობახიძე კი აცხადებს, რომ "ოცნების" დროს ომი არ ყოფილა... ომია ჩემთვის, აბა რა არის?!" - წერს სოცქსელში მეარაყიშვილი და თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S