
ადგურ არძინბა აფხაზეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატად დაარეგისტრირეს
25/12/2024 13:04:45 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც "პრეზიდენტობის" კანდიდატად ოპოზიციონერ ადგურ არძინბას წარადგენს.
"გვჯერა, რომ კანდიდატი, რომელსაც მივენდეთ, გაიმარჯვებს და ჩვენი რესპუბლიკის ღირსეული ლიდერი გახდება" - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლეონიდ ჭამაღუამ.
ადგურ არძინბა ოპოზიციური გაერთიანება "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერია. იგი "პრეზიდენტად" კენჭს 2020 წელსაც იყრიდა, თუმცა ასლან ბჟანიასთან წააგო.
დე-ფაქტო ცსკ-ს უკვე დარეგისტრირებული ჰყავს ასევე საინიციატივო ჯგუფები, რომელთა კანდიდატები დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ბადრა გუნბა და რუსეთში "აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობის" ექს-ხელმძღვანელი ოლეგ ბარციცი არიან. "პრეზიდენტის" პოსტზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას ასევე "აფხაზეთის სახალხო პარტია" გეგმავს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021