Accentnews.ge
სოციალური ქსელით შეთავაზებული დიალოგი და პასუხი

სოციალური ქსელით შეთავაზებული დიალოგი და პასუხი

19/02/2020 20:44:47 პოლიტიკა

დეპუტატმა "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძემ "ტვიტერზე" უპასუხა "ქართული ოცნების" გენმდივანსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, რომელმაც დიალოგისთვის მზაობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მონიშნა.

"ოპოზიციის ლიდერები კვლავ ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობს და ჩვენ ჯერაც არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს მოუტანს პროპორციულ (ან მასთან მიახლოებულ) სისტემას. ქართული ოცნება კვლავ იმ აზრზეა, რომ 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართოს ქვეყანა," - წერს სერგი კაპანაძე.

მანამდე კალაძემ დაწერა, რომ "პარტია ქართული ოცნება მზადაა, ჩაატაროს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანხმდეთ ყველაზე მისაღებ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის".

კალაძემ მონიშნა საქართველოს დასავლელ პარტნიორები: კონგრესმენ კიზინგერი, სენატორ რიში, ევროპის სახალხო პარტია, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფი და ევროპარლამენტი.

კალაძის მიერ მონიშნულმა თითოეულმა პოლიტიკოსმა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკანასკნელ პერიოდში "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S