
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა
20/02/2020 06:03:22 სამართალი
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა ექს–მინისტმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის - 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6 წლითა და 9 თვით აღკვეთა შეუფარდეს.
ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა მიმდინარეობს. მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.